იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

24 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული აბაშის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content