აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 31 კურსდამთავრებულის დაჯილდოება გაიმართა.
მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნატა გელიტაშვილმა გადასცეს.
აბაშის მუნიციპალიტეტს 2022-2023 წელს, სკოლის 24 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.