დიდთოვლობა აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე სოფლების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად.
მერიაში მუშაობს ცხელი ხაზი, ყველა შემოსულ ზარზე ხდება დროული რეაგირება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content