გილოცავთ დედის დღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად, მრავალშვილიან დედებს (5 არასრულწლოვანი შვილი და ზემოთ) პირადად მიულოცა დედის დღე და საჩუქრები გადასცა (ტექნიკის ნაკრები, საკვები პროდუქტები).
„ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა, დედობა ხომ ფასდაუდებელი საქმეა. ჩვენი სამშობლო ყოველთვის დედების გმირობასა და თავდადებაზე იდგა, მათი სიმტკიცე და გამძლეობაა იმ ძლიერი ოჯახების საყრდენი, რომლებიც საამაყო თაობებს ზრდიან. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content