სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მანამდე სახელმწიფო რწმუნებულმა მიმდინარე პროექტები და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები მერთან, მერის მოადგილეებთან და შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ქალაქის #1 ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ახალი საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტებს. გარდა ამისა რეაბილიტაცია უტარდება სოფელ მაიდნის და სოფელ მარნის საბავშვო ბაღებს.
ასევე გაეცნენ სამიქაოს საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს. სამიქაოსთან ერთად ახალი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება სოფლებში: კეთილარი, ნაესაკოვო და სუჯუნა.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სახელმწიფო რწმუნებული, ასევე გაეცნო დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი და მეორე ჩიხების რეაბილიტაციის მიმდინარეობას. ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ტროტუარები და გარე განათება. სამუშაოები 3500 მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.