ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დარბაზში, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ქართული ენის ისტორიაზე ისაუბრეს აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ და ისტორიკოსმა მერაბ მიგინეიშვილმა, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე კი, ქალაქ აბაშის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
საღამოზე ისაუბრეს აგრეთვე იმ ემიგრანტებზე, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ქართულ საქმეებს აკეთებენ, მათი საქმიანობა აუდიტორიას გააცნო მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა, ნათია მელიამ და პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა გულიკო გოგიტიძემ.
აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გამოცხადებული ქონდა ესეებისა და კალიგრაფისტთა კონკურსი, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის შედეგები შეაჯამეს და გამარჯვებულები გამოავლინეს. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი რესურსცენტრის უფროსმა ნატალია გელიტაშვილმა გადასცა სიგელები.

 

მსგავსი ინფორმაცია:
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ბენეფიციარებს სადილი სახლში მიეწოდებათ

ბენეფიციარებს სადილი სახლში მიეწოდებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები...

აბაშაში სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინება

აბაშაში სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინება

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფი...

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფი...

სოფელ ბულვანში ასფალტის საფარი დაიგო

სოფელ ბულვანში ასფალტის საფარი დაიგო

გაზიფიცირების სამუშაოები

გაზიფიცირების სამუშაოები

მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გრძელდება

მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გრძელდება

აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი  „ქართული ლიგა“გაიმართება

აბაშაში სასკოლო იუმორისტული ფესტივალი „ქართული ლიგა“გაიმართება

31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაცია

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

26 მაისს საზეიმო ღონისძიება გაიმართება

26 მაისს საზეიმო ღონისძიება გაიმართება

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

Skip to content