აბაშის იპოდრომზე დოღი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის იპოდრომზე, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დოღი გაიმართა.
დოღს გულშემატკივრებთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
შეჯიბრებაში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ოზურგეთის, პანკისის, ახმეტის, ჩოხატაურის, ყაზბეგის, ფოთის, ბათუმის საცხენოსნო კლუბებისა და ყულარის ცხენთსაშენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
1200, 1600 და 1800-მეტრიან დისტანციაზე გაიმარჯვა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, ასევე, 1800 მეტრ დისტანციაზე – ზუგდიდელმა მხედარმა გიორგი ძაგანიამ.
გამარჯვებული მხედრები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დოღი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content