ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო 103 წლის ომის ვეტერანმა დავით კაჭარავამ.
მოსწავლეებმა 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ამასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორ ვეტერანს, დავით კაჭარავას და გერონტი გოგავას 1000-1000 ლარი გადაეცათ.
მსგავსი ინფორმაცია:

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია...

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირები...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

ნინი ლიპარტია ბრინჯაოს პრიზიორია

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

აბაშაში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

31 წელი აფხაზეთის ომიდან

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

“ახალგაზრდული დღეები-2025“-ის ფარგლებში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა














