აბაშაში ეროვნული სამოსის დღე კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა.
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საზეიმო მსვლელობა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს.
მსვლელობაში ქორეგრაფიულ ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.












