გილოცავთ სკოლის დამთავრებას

ჩემო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღეს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში. ეტაპი, რომელიც იწყება, სრულიად განსხვავებული და საინტერესოა, ეს არის ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, განვითარების ახალი პერსპექტივებით სავსე გზის დასწყისი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით, იპოვით საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, ქვეყანასა და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებით თქვენი დიდი შესაძლებლობებით.
ჩვენი ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს, თქვენი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და თქვენი იდეების რეალობად ქცევის ხელშესაწყობად.
მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე – განათლება მოეცათ თქვენთვის, მშობლებს – თქვენი ღირსეულად აღზრდისთვის.
გისურვებთ, მიზნებისა და ოცნებების ასრულებას, ბედნიერებასა და გამარჯვებებს ცხოვრების სავალ გზაზე, ეს ახალი ეტაპი ყოფილიყოს თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი.
გახსოვდეთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content