აბაშის მუნიციპალიტეტში „ქართული ლიგის“-სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა.
მხიარულ პაექრობაში 8 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა.
გუნდებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად იყვნენ „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და იუმორისტები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე, სანდრო ესაკია. ფესტივალი ჯიმი აბესაძემ წაიყვანა.
მხიარული და სახალისო ნომრების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. I ადგილის მფლობელი გახდა სამიქაოს გუნდი, II ადგილი ერგო პირველი სკოლის გუნდს, III ადგილი კი- პირველი მაისის სკოლის გუნდმა მოიპოვა.
საუკეთესო მოთამაშე გოგონას ტიტული მარნის გუნდის წევრს, ელენე ვაჩეიშვილს, საუკეთესო მოთამაშე ბიჭის კი, პირველი სკოლის გუნდის წევრს, საბა თოფურიას ხვდათ წილად.
ღონისძიებაზე, გულშემატკივრების წინაშე წარსდგა „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნი“.