აბაშის მუნიციპალიტეტში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინება.
10:00 სთ-დან 16:00 საათმდე გამოფენილი იქნება ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო მანქანები, მძიმე ტექნიკა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შეიარაღების ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს, სამხედრო მოსამსახურის სრულ აღჭურვილობას, კავშირგაბმულობის საშუალებებს.
სამხედრო ტექნიკა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება.