შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მოეწყო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და აბაშის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის გასართობი ღონისძიებები მოეწყო.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში.
ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური სოციალური პროგრამების ფარგლებში მოქმედებს შშმ პირთათვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც წელიწადში ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.
მოქმედებს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი)მქონე პირების დახმარების პროგრამა, სმენადაქვეითებულებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.
,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის” მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს შშმ ბავშვთა ოჯახების ფინანსურ დახმარებას კვარტალურად, ,,მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, შესაძლებელია ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) და შშმ პირების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაცია/რეაბილიტაციას სპეციალიზებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.
მიმდინარე წელს ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებს გაეზარდათ ფულადი დახმარება.
მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
2025 წლიდან დამტკიცდა პერსონალური ასისტენტის პროგრამა. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content