20 ივნისს, 14:00 საათზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრი სააგენტოს პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივ ბიზნესებსა და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.
სააგენტოს მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.
საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყობა.