აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის მუნიციპალური ფინალური ტურნირი გაიმართა.
ტურნირს უძღვებოდა პროექტის ავტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი.
პროექტის ავტორი, მოსწავლეებს ესაუბრა ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორზე, ხელნაწერებზე, გამოცემებზე, პერსონაჟებზე, ასევე სამაგიდო თამაშების ისტორიასა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ფინალურ თამაშში, შესარჩევ ტურნირში მონაწილე 15 სკოლიდან გამარჯვებული საჯარო სკოლების 9 გუნდი მონაწილეობდა.
ინტელექტუალური ჩემპიონატის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა: I ადგილი – პირველი საჯარო სკოლა, II ადგილი – მეორე საჯარო სკოლა, III ადგილი – მარნის საჯარო სკოლა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდამავალი თასი, ყველა მონაწილეს კი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები.