აბაშის მუნიციპალიტეტში, ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქალაქის გუნდი „ძველი სკოლა“, მეორე ადგილი სუჯუნის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილზე ზანათის გუნდი გავიდა.
სპორტულ ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე როინ კაჭარავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებს.
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.














