აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის – “ქალ ფერმერთა ეკონომიკური მედეგობის ხელშეწყობა სამეგრელოში“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე FAO-ს ზუგდიდის ოფისის უფროსმა ანა ჯიქიამ და კვების ტექნოლოგმა ბარბარე მამიაშვილმა ისაუბრეს ოთხწლიან პროექტზე, რომლის ფარგლებში ფერმერული საველე სკოლების შექმნა იგეგმება. 20 ფერმერული საველე სკოლა – მერძეული წარმოების, ხოლო 6 სკოლა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით იმუშავებს.
ფერმერული საველე სკოლები ფერმერებს პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს და ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებაში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).




