26 ივლისს, 18:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოფო და ბორის ბედიების კონცერტი გაიმართება.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ ადგილობრივი შემსრულებლები.
დასწრება თავისუფალია.
