სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,საქართველოს ბანკზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.




