სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის მორიგი N10 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. „აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ალექსანდრე კაჭარავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,საქართველოს ბანკზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების უფროსი.






