პოეტ ნანული გუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სოფელ მაცხოვრისკარის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მრევლის ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის დაარსების 17 წლისთავთან დაკავშირებით, ამავე ეკლესიის ქტიტორის, აბაშის საპატიო მოქალაქის, პოეტ ნანული გუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მწერალთა კავშირის წევრები, ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები და მეგობრები.
ნანული გუნია იყო პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ს,” „ფაზისი”-ს საერო-სამეცნიერო და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, საზოგადოება “კოლხეთი”-ს პრეზიდიუმის წევრი, მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, მშვიდობის ვარსკვლავისა და დროშის კავალერი, საქართველოს შემოქმედებითი კავშირის წევრი.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content