აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, სოფო და ბორის ბედიების კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა, კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.



















