ძვირფასო აბაშელებო, გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ღვთისადმი სიყვარულსა და მოკრძალებას, ერთმანეთისადმი თანადგომას, ჯანის სიმრთელეს, სიკეთეს, მშვიდობიან ცხოვრებას. სიყვარული ყოფილიყოს თითოეულის ოჯახში, ასევე ჩვენს ქვეყანასა და სრულიად სამყაროში. რწმენა და იმედი გქონოდეთ ხვალინდელი დღისა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტი სითბო გავიმეტოთ.
შობის მადლსა და სასწაულს დიდი სინათლე შემოეტანოს თითოეული თქვენგანის სულიერ სამყაროში, დაგლოცოთ უფალმა.

ლევან მაკალათია
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content