სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

2021 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება აბაშის მუნიციპალიტეტში შ.პ.ს. „ფორეჯი-I”-ის თევზის მოშენების მიზნით, წყლის შესაკავებელი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. იხ. ლინკი:
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30355

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით ჩატარდება.
საჯარო განხილვა გაიმართება Webex-ის აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრაზე დასწრებისთვის (Webex-ის აპლიკაციის სარგებლობისთვის) სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m0e1fb32a64abd289f79bc92b0a638dff
Meeting number- 175 092 2441
Meeting password – 123456789

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 27 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content