აბაშელმა კუნგფუისტებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

აბაშელმა კუნგფუისტებმა „კავკასიის მე-3 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ნაკრებს 5 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოუტანეს.
ტრადიციული „კავკასიის მე-3 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ ერევანში გაიმართა.
ჩემპიონატი მიმდინარეობდა კუნგ-ფუს ორ სახეობაში – ფაიტინგში (კონტაქტური ბრძოლა) და შუაიჯიაოში (ჩინური ჭიდაობა), მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, იტალიის და ირანის გუნდები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
ღია ჩემპიონატში, საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებში ასპარეზობდნენ აბაშელი სპორტსმენები, კონსტანტინე ცომაიას სახელობის კინგ-ბოქსისა და სანდას კლუბის წევრები: დიმიტრი მაზარაკისი, ნუგზარ გვაზავა, დომენტი გაბელაია, ჯაბა ქარცივაძე, გიორგი ინჯგია, გიორგი კაჭარავა, ნიკა ჭოხონელიძე, იოანე კირცხალია.
ნაკრებს ამ ღონისძიებაზე სხვა სპორტსმენებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე პრეზიდენტი ძიუდოში, სპორტის ოსტატი კუნგ-ფუში, აბაშის კლუბის ხელმძღვანელი მამუკა ალანია.
მნიშვნელოვანია, აბაშის კლუბის წარმომადგენლის დიმიტრი მაზარაკისის წარმატება, რომელმაც 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორთაბრძოლაში დაამარცხა ძლიერი სომეხი მოწინააღმდეგე და დაეუფლა საჩემპიონო თასს!
ვულოცავთ აბაშელ სპორტსმენებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში დიდ წარმატებებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content