6 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში წევრად მიღების შესახებ საკრებულოს უფრაქციო წევრის გელა თოფურიას განცხადების განხილვის თაობაზე.
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაში წევრად მიღების შესახებ საკრებულოს უფრაქციო წევრის გელა ლაბარტყავას განცხადების განხილვის თაობაზე.
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის შემადგენლობაში წევრად მიღების შესახებ საკრებულოს უფრაქციო წევრის გელა ლაბარტყავას განცხადების განხილვის თაობაზე.
- ,, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ.
- ,, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 სექტემბრის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტის განხილვის შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა – აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.




