დღეს , 10 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N2 სხდომა გაიმართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა ხოშტარია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ.
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 სექტემბრის #53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა იყო.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შესახებ.
საკითხის მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა იყო.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
საკითხის მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა ხოშტარია იყო.





