1. „გრანტის მფლობელი აბიტურიენტების წახალისების პროგრამა“
პროგრამა ითვალისწინებს აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2025–2026 სასწავლო წლის აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გადაცემას, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%, 70% ან 50% სასწავლო გრანტი.
100% საგრანტო ქულის მფლობელი მიიღებს 1000 (ათას) ლარს.
70% გრანტის მფლობელი მიიღებს 500 (ხუთას) ლარს.
50% გრანტის მფლობელი მიიღებს 300 (სამას) ლარს.
2. „ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი“
ჩემპიონატის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ფეინთბოლის სპორტის განვითარება.
3. „ტრენინგი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის“
ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების მიზნით ჩატარდება ტრენინგი თემაზე:
„პიროვნული უნარების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების განვითარების საკითხები“.
4. „ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება“
პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერას და მათი პროექტების განხორციელებას.
5. „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ფორმირება და მხარდაჭერა“
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებასა და მისი საქმიანობის მხარდაჭერას.
6. „ახალგაზრდული დღეების ორგანიზება“
გაგრძელდება ახალგაზრდული დღეების ორგანიზება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.