29 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N4 სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
2. ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექსკლუზიური ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #56 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მომხსენებლები:
სოციალურ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ .
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.




