,,ევროპის დღეები” საზეიმოდ დაიხურა.

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ევროპის დღეები“ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მრავალფეროვანი პროგრამით საზეიმოდ დაიხურა.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა და სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. წარმოდგენილ იქნა მუსიკალური კომპოზიციები, მოძრავი თამაშები. შესრულდა საქართველოსა და ევროპის ჰიმნები, მოეწყო ასფალტზე ხატვა.
,,ევროპის დღეების“ ფარგლებში ქორეოგრაფიული ჯგუფების მიერ საქართველოსა და ევროპის დროშებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა დასკვნითი კონცერტი, შესრულდა ქართული და უცხოური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გიგია გაბელაია, საკრებულოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content