აბაშის მუნიციპალიტეტში, მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2026 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და აქტივობების შესრულების ანგარიში, ასევე 2026 წლის სამოქმედო გეგმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე მუშაობას, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ პირების ჩართულობასა და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. მზად ვართ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი საზოგადოებაში შშმ პირთა სრულ ინტეგრაციას”,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის გაძლიერებას, მათი უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას ადგილობრივ დონეზე.





