„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარი დაიხარჯება.


აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები 24 თებერვლიდან ღია სივრცეში დაიწყება და 15 მარტამდე მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.
სოფლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში სოფლის მოსახლეობისაგან უკვე შემოსულია შემდეგი სახის საპროექტო წინადადებები:
სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილების მოწყობა.
მერის ბრძანება, შეხვედრების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მსგავსი ინფორმაცია:
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბაშაში
მერის მილოცვა სკოლადამთავრებულებს
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
ტრენინგი მოხალისეთა ჯგუფისთვის
ყანების ცივი შესხურებით დამუშავება
9 აპრილის მოვლენებიდან 31 წელი გავიდა
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
შეხვედრა თვითმმართველობების დახმარების შეფასების ფარგლებში
აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კამპანიას -”დავასუფთაოთ მსოფლიო“აბაშაც შეუერთდა.
აბაშაში მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის შინ მიტანა გრძელდება
უფასო სამედიცინო გამოკვლევები
26 მაისი
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content