31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
პირველ პრეზიდენტს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ კიზირიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნულ გმირთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა.
ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში. წარმოდგენილ იქნა საქართველოს ეროვნულ გმირთა – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის, საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მასალები.
1991 წლის 31 მარტს -35 წლის წინ, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა რეფერენდუმი. ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობამაც. მონაწილეთა 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content