აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან და მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაო პროცესების ეფექტიანი მართვის საკითხები, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის საჭიროებების ოპერატიულ გამოვლენასა და დროული რეაგირების უზრუნველყოფას, გამწვანების სამუშაოებს, სკვერებისა და საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობას, ასევე ქალაქისა და სოფლების სისუფთავის უზრუნველყოფასა და გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
გიგა გაბელაიამ მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობას საერთო მიზნების მისაღწევად.











