აბაშის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებულია 40-მდე სასაფლაოსთან მისასვლელი გზებისა და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
აქტიურად გრძელდება დარჩენილი კეთილარის სამი, წყემის ორი, ქალაქის ერთი და ეწერის სამი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება.
სამუშაოები ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ სასაფლაოების მართვის ცენტრის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს.
ტერიტორიების დასუფთავება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ სასაფლაოების მართვის ცენტრი სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების გაწმენდა-დასუფთავებას.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content