1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ კიზირიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
9 აპრილის მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, შესრულდა საგალობლები.







