1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
9 აპრილს შეწირულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
„1989 წლის 9 აპრილი ქართველი ერის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს ღირსებითა და სიმამაცით გამორჩეული დღეა. ამ დღეს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი, რაც საბოლოოდ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს დღე არის ერთიანობის, ღირსების, შეუპოვრობისა და ეროვნული სულის სიმტკიცის სიმბოლო.
დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირა,
ქედს ვიხრით 9 აპრილს შეწირულთა ნათელი ხსოვნის წინაშე,“ – აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
9 აპრილის მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, შესრულდა საგალობლები.
















