საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების დელეგატი ილია ინჯია, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მინისტრმა, რეფორმების ეფექტიანად განხორციელების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე.
შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმას, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცედურებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
მსგავსი ინფორმაცია:

ბიუროს N21 სხდომა.

იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

ბიუროს N37 სხდომა.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

ბიუროს N32 სხდომა

ბიუროს N30 სხდომა.

საკრებულოს N2 სხდომა

საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

სოციალურ განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

საკრებულოს N5 სხდომა.

ბიუროს N8 სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

ფრაქცია,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს სხდომა.







