აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიებების სერიის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და დაინტერესებულ პირებს სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი და პროგრამები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს კი 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
შეხვედრას მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.






