ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ იასონ კიზირიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ.
აბაშის მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, დავით კაჭარავამ ცენტრალური ხელისუფლებისგან 2000 , ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1500 ლარი მიიღო.






