გილოცავთ სკოლის დასრულებას!

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას!
დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები 160-მა მოსწავლემ დაამთავრა. ეს დღე სავსეა ემოციებით, სიამაყითა და დიდი იმედებით, რადგან თქვენს დგახართ ახალი შესაძლებლობებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების საინტერესო გზაზე.
დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი საკუთარი ცოდნით, შრომითა და ახალგაზრდული ენერგიით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც შეუძლია შექმნას უკეთესი მომავალი, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში და საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი შრომა ჩადეს თქვენი განათლებისა და წარმატებისთვის, ასევე მშობლებს ღირსეული თაობის აღზრდისთვის.
მინდა გისურვოთ წარმატებები, მიზნების ასრულება, წინსვლა და გამარჯვებები ცხოვრების ყველა ეტაპზე!
გიგა გაბელაია
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

Skip to content