გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს, ეტაპზე გადასვლას.
წინ უამრავი შესაძლებლობითა და თავგადასავლებით სავსე წლები გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით განაგრძობთ ცოდნის გაღრმავებას.
თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და შესაძლებლობებს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.
ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებსა და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე.

იასონ კიზირია
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

Skip to content