საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ კიზირიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამხედრო სპეცტექნიკასა და აღჭურვილობას.
ხელოვნების სკოლაში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი, ასევე გამოიფინა სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, შემოქმედებითი გუნდებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
17:10 საათზე საზეიმოდ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.





























