საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ კიზირიამ, მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული, სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამხედრო სპეცტექნიკასა და აღჭურვილობას..
ხელოვნების სკოლაში ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
გამოიფინა ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
17:00 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება.
17:10 საათზე, 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დროის აღსანიშნავად, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე, იასონ კიზირია, მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.












