27 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
3.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.


