აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცე სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ატრაქციონი, განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა და გარემო კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.
მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც. რუსთაველის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი სახლის ეზოში დაიგო რკინა – ბეტონის საფარი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. ამავე ტერიტორიაზე მოეწყო ფანჩატური, რომელიც მოსახლეობისთვის კომფორტულ სივრცეს წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 240 000 ლარი გამოიყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნასა და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.

Skip to content