1 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N9 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 ივნისის მორიგი N9 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა თელია.
3.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია.
4..აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთინო ცომაია
5. .აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა თელია.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.








