სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სოფელ სუჯუნაში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული ბავშვების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია და საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია გაეცნენ.
საბავშვო ბაღში ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებითა და უსაფრთხო, რბილ ზედაპირიანი საფარით.
პროექტი სრულად ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით.

 

Skip to content