აბაშის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური სისტემები, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია გაეცნენ.









