ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

1 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა.ა.ი.პ შშმ პირთა ორგანიზაციია ,,სიკეთის მაძიებელზე“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით,სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით,იჯარის ფორმით, სს. ,,სილქნეტზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.

Skip to content